saqarTvelos mRvimeebi - wyaros mRvime
კარსტული მღვიმე მარტვილის მუნიციპალიტეტში, ასხის კირქვულ პლატოზე, მდინარე ჯორწყუს აუზში, სოფელ ბალდის ჩრდილოეთით 4 კილომეტრზე, ზღვის დონიდან 680 მ-ზე. გამომუშავებულია ზედაცარცუილ კირქვებში. წარმოადგენს ვრცელ (ზომები 10X14) დარბაზს. შესასვლელიდან 30-35 მეტრზე მღვიმე აჩენს მკაფიო მუხლს. მღვიმე აღმავალია და 55 მეტრზე ნაპრალით იხშობა. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება ზრდაშეჩერებული სტალაქტიტები, ალაგ-ალაგ სტალაგმიტები და სვეტები, აგრეთვე ტბათა ზედაპირზე გადაკრული კალციტის ფირფიტები; მექანიკურიდან - თიხის ნაფენები და ლოდნარი. ჰავა დინამიურია. მღვიმეში გაედინება ნაკადი, ალაგ-ალაგ შეგუბებულია, წინა ნაწილში აჩენს მცირე ფართობის ტბას.